რომლის კომუნიკაციის ძირითადი თემა ფულია.
დღეს, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ჩვენს სფეროშიც მრავლად არიან ისეთები, რომელთა მთავარი საზრუნავიც თქვენი ჯიბიდან ფულის ამოღებაა.
სამწუხაროდ, ციფრულ სამყაროში რთულია ნდობა. შარლატანების მომატებულმა ნაკადმა, კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობის კოეფიციენტი, მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს შორის. მთავარი ნიშანი იმისა, რომ კომპანიას არ შესწევს ძალა შესაბამისი მომსახურება გაგიწიოთ – არის ცოდნის ნაკლებობა.
ვინაიდან, მათი მთავარი საზრუნავი ფულია, ისინი საკმარის დროს არ უთმობენ გასაყიდი პროდუქტების დეტალების შესწავლას, შესაბამისად არ გააჩნიათ ცოდნა აღ.პროდუქტის ტექნიკური და რეალიზაციის სხვადასხვა საკითხებისადმი. საკმარისია, რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვათ და მაშინვე დარწმუნდებით მოცემული ინფორმაციის სისწორეში, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც.
ღირსეული კომპანია სრულფასოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. თქვენს ყველაზე ტექნიკურ კითხვაზეც კი უნდა შეეძლოს ადეკვატური პასუხის გაცემა.