ჩვენი მისია მსოფლიო ბაზარზე არსებული უკანასკნელი მობილური სტენდების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის ქართულ ბაზარზე შემოტანა და დამკვიდრებაა. აღ.პროდუქცია შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისა და სიმშვიდითვის.
მინიმუმამდეა დაყვანილი მათი დაბრენდვის დრო, თვითღირებულება და რეალიზაცია.
სტენდების კატეგორიაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული როლ-აპ და პოპ-აპ სტენდებია. მათ მოყვება რეგულირებადი და სხვა სტენდები.
აღ.სტენდები, ბაზარზე დაახლოებით ათეული წლის უკან გამოჩნდნენ და მალევე, სრულიად სამართლიანად, დაიმკვიდრეს ადგილი სარეკლამო ბაზარზე. წარმატებით ჩაანაცვლეს იქამდე არსებული დიდი ზომის რკინის კარკასის სტენდები, რომელთა დამზადება, ტრანსპორტირება და დემონტაჟი დიდ ხარჯებთან ასოცირდებოდა. პრობლემას წარმოადგენთა მათი შენახვაც,ზომიდან გამომდინარე.
როლ-აპ სტენდი ბიუჯეტური და მუდმივად მოხმარების პროდუქტია, ხოლო პოპ-აპ და რეგულირებადი სტენდები უფრო მეტად საპრეზენტაციო საღამოებისთვისაა გათვლილი.
თუმცა, ყველა ამ სტენდს ერთიდაიგივე რამ აერთიანებს:
- გამარტივებული ტრანსპორტირება — როლ-აპ სტენდის გადატანა ქვეითსაც კი შეუძლია, ხოლო პოპ-აპ სტენდები – დემონტაჟის შემდეგ, 1 მეტრის სიმაღლის ქეისში თავსდება, გაშლილ მდგომარეობაში კი მისი ზომა 2.30 *4.45 მ. გახლავთ. შესაბამისად ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით შეგიძლიათ მათი გადატანა.
- მარტივი მონტაჟი — როლ-აპ და პოპ-აპ სტენდების მონტაჟი სპეციალურ განათლებას არ საჭიროებს ამიტომ, თუ თქვენ აქამდე საერთოდ არ გქონიათ შეხება სარეკლამო პროდუქტთან, მაინც ძალიან მარტივად შეძლებთ აღ.სტენდების ლოკაციაზე განთავსებას.
- მრავალჯერადი ვიზუალი — მათი ვიზუალის შეცვლა მრავალჯერაა შესაძლებელი.
- ბიუჯეტური ღირებულება — იქიდან გამომდინარე რომ ისინი არ საჭიროებენ დიდ ავტომიბილებს გადაასაადგილებლად (რკინის კარკასის ბანერების მსგავსად), და სპეციუალური განათლების მქონე სამონტაჟო ბრიგადას – ვიღებთ საკმაოდ ბიუჯეტურ ღირებულებას .
- დახვეწული ვიზუალი — აღ.სტენდები არის ვიზუალურად ძალიან დახვეწილი. ისინი დიდ სამსახურს გაგიწევენ და შეგმატებენ კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებას აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს, რათა ეფექტურად და მეტი ენთუზიაზმით, წარუდგინოთ მათ თქვენი მომსახურება, ან ახალი პროდუქტი.
ჩვენი საიტი მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ, სარეკლამო პროდუქციის შერჩევისას ხოლო მენეჯერი, დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.