აღნიშნული სტატიის დაწერა მოტყუებული და იმედგაცრუებული მომხმარებელების მკვეთრმა ზრდამ გვაიძულა.
ასევე, დაბალ და მაღალხარისხიანი პროდუქციის დიზაინის აბსოლიტურმა მსგავსებამ, საგრძნობლად გაუტეხა სახელი, როგორც თავად პროდუქტს როლაპს, ასევე მის კონკრეტულ მოდელებს.
წარმოგიდგენთ როლაპის 2 სახეობას:
Model A:
Model B:
გეტყვით,რომ მათში ერთაერთი სხვაობა სადგამის დიზაინია და კავშირი საერთოდ არ აქვს ხარისხთან.
უბრალოდ Model A-ს მსგავსი ბევრი დაბალხარისხიანი პროდუქტია წარმოდგენილი, რომელთა გარჩევაც მხოლოდ პროფესიონალი თვალისთვისაა შესაძლებელი ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე.
როლაპ სტენდის ხარისხიანობას არა მისი დიზაინი, არამედ მისი მექანიზმის მდგრადობა, ალუმინის სისქე და წონა წარმოადგენს.
გამოუცდელი თვალისთვის კი სტენდი აწყობილ მდგომარეობაში უნდა გამოიყურებოდეს ასე:
- არ უნდა საჭიროებდეს კედელზე ან სხვა რაიმეზე მიყუდებას,დამატებით დამჭერს და აშ.
- უნდა იდგეს სწორად.
- არ უნდა იყოს გადახრილი, არც მკვეთრად წინ და არც მკვეთრად უკან.
- არ უნდა სძვრებოდეს ბანერის დამჭერი (კლიფსი).
თუ თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს, ჩაბარებისას აქედან რომელიმე ნიშანი აღენიშნება, შეგიძლიათ უბრალოდ არ ჩაიბაროთ სტენდი.
შეკვეთამდე, აუცილებლად წინასწარ დააზუსტეთ მომსახურე კომპანიასთან აღნიშნული დეტალები, შემდგომი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად.
აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი შეცდომა, რასაც მომხმარებლები ხშირად უშვებენ ხოლმე, პროდუქტის ხარისხის ფასით შერჩევაა. ანუ რაც მაღალია ფასი მით უფრო მაღალია ხარისხი. რაც აფსოლიტურად არ შეესაბამება რეალობას. შესაძლოა დაბალი ხარისხის პროდუქტი მოგყიდონ ძალიან მაღალ ფასად და პირიქით, დაბალი ფასი ედოს კომპანიას მაღალი ხარისხის პროდუქტზე.
შეგახსენებთ რომ კონსულტაცია უფასოა, მოგვწერეთ და მიიღეთ სრულფასოვანი პასუხი თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
შესაკვეთად დაგვიკავშირდით: 592 05 40 60
ან მოგვწერეთ: beebox.cut@gmail.com